Kvali ქალაქობანა ონლაინ
რეალურ დროში სათამაშო ქალაქობანა. მოცემულ ასოზე შეავსე ქალაქი, ქვეყანა, ცხოველი, ფრინველი, მცენარე, ნივთი და ფილმი — სანამ დრო არ ამოგივა.
40 პროექტი · ყველა ცოცხალი
თამაშები, აპლიკაციები და ხელსაწყოები — ყველა ბრაუზერში, უფასოდ, რეგისტრაციის გარეშე და რეკლამის გარეშე. ყოველი ბარათი ცოცხალ პრევიუს აჩვენებს — რასაც ხედავ, იმას ითამაშებ.
რეალურ დროში სათამაშო ქალაქობანა. მოცემულ ასოზე შეავსე ქალაქი, ქვეყანა, ცხოველი, ფრინველი, მცენარე, ნივთი და ფილმი — სანამ დრო არ ამოგივა.
კვალის საკუთარი მესენჯერი — რეალურ დროში მიმოწერა, ჯგუფური ჩატები, ონლაინ სტატუსი და ავტორიზაცია Google-ით ან Facebook-ით.
საგვარეულო ხე ბრაუზერში. ადამიანები, ოჯახები და კავშირები — ხე ყოველ ჯერზე ამ სამი ფაქტიდან იხატება. საჯარო ხე ლინკით იკითხება, რედაქტირება მოწვევით.
ჭამე, გაიზარდე, კუდს არ დაეჯახო. ორი რეჟიმი — კედლებით ან გამჭვირვალე კიდეებით, რომ მეორე მხრიდან გამოხვიდე.
ერთნაირი რიცხვები ერწყმის და ორმაგდება. მიაღწიე 2048-ს — და თუ გაგიმართლა, გააგრძელე უფრო შორს.
ერთი ღილაკი, ორი მილი და ძალიან ცუდი ნერვები. ყოველი გავლილი მილი ერთი ქულაა — მეტი არაფერი გჭირდება.
1972 წლის კლასიკა. შენ მარცხნივ, მანქანა მარჯვნივ, სამი სირთულე — და ბურთი ყოველ დარტყმაზე ჩქარდება.
რაკეტა, ბურთი და აგურის კედელი. ყოველ დონეზე კედელი უფრო ხვრელიანი ხდება და ზედა რიგები ორ დარტყმას ითხოვს.
უცხოპლანეტელები რიგებად ეშვებიან და რაც ნაკლები რჩება, მით სწრაფად მოძრაობენ. სამი ფარი გიცავს — მაგრამ ისინიც ინგრევა.
ქართული Wordle. ექვსი მცდელობა, ხუთი ასო — მწვანე სწორ ადგილას, ყვითელი სიტყვაშია მაგრამ სხვაგან.
ოთხი სირთულე, ჩანაწერების რეჟიმი და მინიშნებები. ყოველი დაფა ცალკე იქმნება და ყოველთვის ერთადერთი პასუხი აქვს.
ჩააგდე დისკები და ააწყვე ოთხი ერთ ხაზზე. მანქანა ორ სირთულეზე თამაშობს — ან უბრალოდ მეგობარი დასვი გვერდით.
გადმოაბრუნე ბარათები და იპოვე წყვილები. ოთხი ზომა 4×3-დან 6×6-მდე — რეკორდი სვლების რაოდენობით ითვლება.
დაიმახსოვრე ფერების რიგი და გაიმეორე — ყოველ რაუნდზე ერთით მეტი. ყოველ ფერს თავისი ნოტა აქვს, ერთად აკორდს ქმნიან.
ყოველი დაჭერა ჯვრის ფორმით ცვლის შუქს — უჯრას და მის ოთხ მეზობელს. მიზანი მარტივია: ჩააქრე ყველა.
რამდენად სწრაფია შენი ხელი? ორი ტესტი — რეაქციის დრო მილიწამებში და 30-წამიანი მიზანში მოხვედრა.
რამდენ სიტყვას წერ წუთში? ქართულად ან ინგლისურად, 15/30/60 წამი — ყოველი ასო რეალურ დროში მოწმდება.
საიტის ყველა სერვერი გაითიშა და დისტანციურად ჩართვა არ გამოვიდა. უნდა მიხვიდე სერვერებთან და ჩართო ისინი — ცოცხალი.
ბლეფის საბარათე თამაში 2-დან 6 მოთამაშემდე. შექმენი ოთახი, გაუზიარე ლინკი მეგობრებს და ბოლო გადარჩენილი იგებს.
გახსოვს ძველი თამაში, სადაც ხილს ჭრიდი? აქ კუბებია — ესვრი, ჭრი და ჯაჭვს აგრძელებ, სანამ სამი გამოტოვება არ შეგროვდება.
ჩამოვარდება სხვადასხვა ფერის ფიგურები და ისე უნდა დააწყო, რომ ზოლი მთლიანად შეივსოს. შევსებისთანავე ზოლი ქრება. აბა, რამდენ ხანს გაძლებ?
დანაღმული მინდორი. ციფრები გიჩვენებს, ერთი ბლოკის რადიუსში რამდენი ნაღმია. გამოიცანი სად დევს ყველა და მონიშნე მარჯვენა ღილაკით.
ეგრეთ წოდებული „იქსიკი და ნოლიკი“. სამი ერთ ხაზზე — და მოგებული ხარ. ითამაშე მეგობართან ერთსა და იმავე ეკრანზე.
ის თამაში, ინტერნეტი რომ გითიშავს. გადაახტი კაქტუსებს, აჩქარდი და დაარტყი საკუთარ რეკორდს — ახსნა მგონი არც სჭირდება.
ფერებზე დაფუძნებული თამაში — შეადარე, შეურიე და იპოვე ზუსტი ტონი. მარტივი წესები, სწრაფი რაუნდები.
სამუშაო პროცესშია. ჯერ არც მე ვიცი ზუსტად რა გამოვა — შეგიძლია შემოიხედო და ნახო, სად ვარ მისული.
აირჩიე ფერი და მიიღე HEX, RGB, HSL, ექვსი ჰარმონია, თერთმეტსაფეხურიანი ტონები და WCAG კონტრასტის შემოწმება.
ლინკი, Wi-Fi, ვიზიტკა ან SMS — QR კოდად. აირჩიე ფერი და ზომა, ჩამოტვირთე PNG-ად ან SVG-ად.
ძლიერი პაროლი ან დასამახსოვრებელი ფრაზა. აჩვენებს ენტროპიას და იმას, რამდენი დასჭირდება გატეხვას — არსად არ იგზავნება.
ცხრა კატეგორია — სიგრძე, წონა, ტემპერატურა, ფართობი, მოცულობა, სიჩქარე, დრო, მონაცემები და კუთხე. ორივე მხარეს ეწერება.
ათვლა, წამზომი წრეებით და პომოდორო — სამივე ერთ გვერდზე, ერთი რგოლით და დასრულებისას სიგნალით.
დათვალე სიმბოლოები და კითხვის დრო, შეცვალე რეგისტრი, დაალაგე ხაზები, წაშალე დუბლიკატები და გაასუფთავე გამოტოვებები.
დაალამაზე, შეკუმშე ან შეამოწმე JSON. შეცდომას ზუსტ ხაზსა და სვეტზე მიგითითებს, გასაღებებს დაალაგებს ანბანურად.
Base64, URL, HTML entities, Hex და ბინარული — ორივე მიმართულებით და ქართულის სრული მხარდაჭერით.
SHA-1, SHA-256, SHA-384, SHA-512 და CRC32 — ტექსტისთვის ან ფაილისთვის. ფაილი ბრაუზერს არ ტოვებს.
ლათინურად აკრეფილი ტექსტი ქართულად და პირიქით. იცნობს დიგრაფებსაც — sh, ch, gh, dz — და ცხრილიც თან ახლავს.
კამათელი d4-დან d100-მდე, მონეტა, რიცხვი დიაპაზონში, სიიდან არჩევანი და მონაწილეების გუნდებად დაყოფა.
შეამცირე, შეკუმშე და გადაიყვანე JPEG, WebP ან PNG ფორმატში. ჩააგდე ფაილი და ნახე ორიგინალი და შედეგი გვერდიგვერდ.
ობიექტების ამოცნობა პირდაპირ ბრაუზერში. რასაც კამერას დაანახებ, Cam AI ამოიცნობს, შემოხაზავს და გეტყვის, რამდენი პროცენტითაა დარწმუნებული.
ჩვეულებრივი Prank საიტია. ღილაკი Rick Roll-ზე გადაგიყვანს — გაუზიარე იმ მეგობარს, ვინც ძალიან ადვილად ენდობა ინტერნეტს.
სცადე სხვა სიტყვა — ან ნახე ყველაფერი.